გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" "კრივბასი" არ დაინდო

AutoSharing Option
კიევის "ბუდიველნიკმა" უიღბლო სერია შეწყვიტა. უკრაინის ჩემპიონატში განცდილი ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ გიორგი ცინცაძის გუნდმა "კრივბასს" უმასპინძლა და 16 ქულის სხვაობით - 82:66 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამათამაშებელი "ბუდიველნიკის" ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ცინცაძემ 4 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

კიეველებს ამერიკელთა ტანდემმა ულიდერა. მალკოლმ დილეინმა 22, ხოლო ლეო ლაიანსმა 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ამ გამარჯვებით "ბუდიველნიკი" ცხრილში მე-4 ადგილზე
განთავსდა. ცინცაძის გუნდს 12 მოგება და 5 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას კიეველები "აზოტთან", 7 დეკემბერს გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული