თელავიველებმა თანაქალაქელ "ჰაპოელს" უმასპინძლეს და ანგარიშით 91:72 დაამარცხეს, ხოლო პულენის გუნდმა სტუმრად გაიმარჯვა. იერუსალიმის "ჰაპოელი" რიშონში "მაკაბის" დაუპირისპირდა და ანგარიშით 86:81 დაამარცხა.
ტრავმის შემდეგ ქართველ ცენტრს მცირე სათამაშო დროს უთმობენ. ამჯერად შერმადინმა მხოლოდ 4 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა "ჰაპოელის" კალათს ორჯერ შეუტია და ორჯერვე ზუსტად.
მაკაბელებს ლიორ ელიაჰუმ 20-ით და რიკი ჰიკმანმა 15 ქულით ულიდერეს. ამ გამარჯვებით თელავიველებმა ლიდერობა განიმტკიცეს. შერმადინის
4 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს მე-7 საფეხურზე მყოფ ჯეიკობ პულენის "ჰაპოელს", რომელმაც ამ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
პულენმა რიშონში მოედანზე 29 წუთი დაჰყო და იერუსალიმელებს 17 ქულა, 9 პასი, 1 ჩაჭრა და 1 მოხსნა შესძინა. მას ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. პულენის სარგებლიანობის კოეფიციენტი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო.
პულენის გუნდი მორიგი ტურის მატჩს 9 დეკემბერს, შინ ჰაიფას "მაკაბისთან" გამართავს.
gbf.ge