ვიქტორ სანიკიძის 6 ქულა და 5 მოხსნა "აველინოსთან" მატჩში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის ბოლო მატჩი 3 დეკემბერს გაიმართა და მასში ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძის "სიენა" და "აველინო" დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, რომელიც სიენელებმა მხოლოდ 5 ქულით მოიგეს. მეორე ტაიმში სანიკიძის გუნდი დომინირებდა და საბოლოოდ სოლიდური გამარჯვებაც მოიპოვა - 101:65.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მატჩისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი გაატარა. 20 წუთში ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

სანიკიძემ ექვსივე ქულა მესამე მეოთხედში
მოაგროვა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში გადაწყდა შეხვედრის ბედი, რომელიც "სიენამ" 31:14 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 22 ქულით დაწინაურდა.

ვიქტორმა მესამე პერიოდში მოედანზე სრული 10 წუთი გაატარა და მეტოქის გატეხვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

"აველინოს" ძლევის შემდეგ სიენელებს 8 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდათ და ამ შედეგით მეორე ადგილზე არიან. მომდევნო ტურში, 10 დეკემბერს, სანიკიძის გუნდი "ვანოლის" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული