გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" "წლის მატჩი" მოიგო

AutoSharing Option
მწვრთნელ­მა აინარს ბა­გაც­კის­მა "ნიმ­ბურ­კ­თან" და­პი­რის­პი­რე­ბას წლის მატ­ჩი უწო­და. მი­სი მო­გე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ევ­რო­თა­სის მომ­დევ­ნო ეტა­პის­კენ თა­მამ ნა­ბიჯს გა­დად­გამდ­ნენ.

ისი­ნი ჩე­ხურ "ნიმ­ბურ­კ­თან" 22 ქუ­ლის სხვა­ო­ბი­თაც იგებ­დ­ნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ 72:62 იმარ­ჯ­ვეს. ქვე­მოთ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სა­ტურ­ნი­რო ცხრილს, დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თი ტუ­რის მატ­ჩე­ბის გან­რიგს და თა­ვად გან­სა­ჯეთ, რო­მელ გუნდს რა შან­სი აქვს.

"ბუ­დი­ველ­ნი­კის" ქარ­თ­ველ­მა გამ­თა­მა­შე­ბელ­მა გი­ორ­გი ცინ­ცა­ძემ 23 წუთ­ში 8 ქუ­ლა, 4 მოხ­ს­ნა, 2 პა­სი და 1 ჩაჭ­რა მი­ით­ვა­ლა. კი­ე­ველ­თა მო­გე­ბა­ში ლო­მის წვლი­ლი დი­ლე­ი­ნიმ შე­ი­ტა­ნა - 28 ქუ­ლა ჩა­აგ­დო.

ამა­ვე ჯგუფ­ში, ის­რა­ელ­ში "ჰაპო­ელ­მა" ლიტ­ვუ­რი "პრი­ე­ნაი" და­ა­მარ­ცხა
- 92:79. მას­პინ­ძელ­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის უკა­ნა­ხა­ზელ­მა ჯე­ი­კობ პუ­ლენ­მა 29 წუ­თი ითა­მა­შა, 10 ქუ­ლა, 6 პა­სი, 1 მოხ­ს­ნა და 2 ჩაჭ­რა მი­ით­ვა­ლა.

ა გ თ მ წ ქ
1. ნიმ­ბურ­კი 5 3 2 8
2. ბუ­დი­ველ­ნი­კი 5 3 2 8
3. ჰა­პო­ე­ლი 5 2 3 7
4. პრი­ე­ნაი 5 2 3 7

12 დე­კემ­ბე­რი
პრი­ე­ნაი-ბუ­დი­ველ­ნი­კი
ნიმ­ბურ­კი-ჰაპო­ე­ლი

ბე­ქა ბურ­ჯა­ნა­ძის "კა­ხა­სოლ­მა" იტა­ლი­უ­რი "სა­სა­რი" მი­ი­ღო. სე­ვი­ლი­ე­ლებ­მა სარ­დი­ნი­ე­ლებ­თან 76:85 დათ­მეს და ჯგუ­ფი­დან გას­ვ­ლის საქ­მე გა­ირ­თუ­ლეს. ბე­ქამ 3 წუთ­ში 1 მოხ­ს­ნა მი­ით­ვა­ლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული