ზაზა ფაჩულიას 11 ქულა და 7 მოხსნა "დენვერთან"

AutoSharing Option
მცირე ჩავარდნის შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა ისევ იმარჯვა. ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ ატლანტელებმა წინა მატჩში შინ "კლივლენდთან" წაიფორხილეს, თუმცა რეაბილიტაცია მალევე მოახდინეს და 5 დეკემბერს, გამთენიისას, საკუთარ კედლებში საკმაოდ მძლავრი "დენვერი" 108:104 დაამარცხეს.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. "დენვერი" არ თმობდა და მთელი თამაში გამარჯვების შანსს ინარჩუნებდა.

ბოლო მეოთხედის წინ სტუმრები 7 ქულით ჩამორჩებოდნენ და დარჩენილ დროში გამარჯვებაზეც გაიწიეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ტაი ლოუსონის მოწადინება მხოლოდ ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირებას გასწვდა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში საკმაო
შედეგიანობა გამოავლინა.

ფაჩულიამ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა.

ზაზამ მთლიანობაში 11 ქულა მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა. ატლანტელებს კი ალ ჰორფორდმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა, 12 მოხსნა და 4-4 ჩაჭრა-პასი მიითვალა.

ატლანტელებს 10 მოგების წილ 5 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში "მაიამისა" და "ნიუ იორკის" შემდეგ მესამე ადგილზე არიან. მომდევნო მატჩში, 7 დეკემბერს, ფაჩულიას გუნდი ლიგის აუტსაიდერს, მხოლოდ 1 მოგების მქონე "ვაშინგტონს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული