ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" აღმოსავლეთის სამეულში გამაგრდა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსის" მორიგი გამარჯვება. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვაშინგტონს" უმასპინძლა და 104:95 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საკმაო ხანი - 27 წუთი გაატარა და საკმაოდ სარგებლიანიც იყო. ფაჩულიას მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა, თუმცა 9 ბურთი მოხსნა და 4 პასი ისე გაიღო, ბურთი არ დაუკარგავს. ზაზას ასევე 1 ჩაჭრა ჰქონდა, მისი სროლების პროცენტულობა კი ასეთია: 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო.

ატლანტელთაგან 23 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთსო შედეგი ჯოშ სმიტმა დააფიქსირა, ხოლო "ჰოუქსის" ძირითადმა ცენტრმა
ალ ჰორფორდმა 14 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითალა.

მომდევნო მატჩში "ატლანტას" ძლიერი მეტოქე ელის - ფაჩულიას გუნდი 8 დეკემბერს, მემფისში "გრიზლისს" დაუპირისპირდება.

ატლანტელებს 5 წაგების წილ 11 მოგება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე არიან. 11 მოგება და 7 მარცხი აქვს "ბრუკლინ ნეთსს", რომლის განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა 21 წლის ქართველი თორნიკე შენგელია.

ბრუკლინელებმა 8 დეკემბერს, გამთენიისას, შინ "გოლდენ სტეიტთან" 102:109 წააგეს.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული