"დნიპროსთან" გასვლით მატჩში ქართველმა გამთამაშებელმა 14 ქულა ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვებაში (71:66) დაეხმარა.
მიმდინარე სეზონში ცინცაძის საუკეთესო შედეგი 22 ქულაა, რომელიც მან 2 ნოემბერს, "აზოვმაშთან" მოაგროვა.
ამ ტურში დაგროვილი 14 ქულა კი მისთვის მეორე საუკეთესო შედეგია. დნეპროპეტროვსკელებთან მატჩში ცინცაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საკმაო ხნით, 29 წუთით იმყოფებოდა.
ამ ხნის განმავლობაში მან 7-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად, ქართველ უკანახაზელს 4 მოხსნა, 1
კიევური გუნდის ბომბარდირი მალკოლმ დილეინი გახდა, რომელმაც 17 ქულა მოაგროვა. მეორე ამერიკელმა, ლეო ლაიონსმა პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა.
"ბუდიველნიკს" 19 მატჩში 14 გამარჯვება აქვს და რაკი უკრაინაში ცხრილი დაკარგული ქულების მიხედვით დგება, ამიტომ ცინცაძის გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება.
კიეველთა წინ 4-4 წაგების მქონე "აზოვმაში" და "ფეროა". მომდევნო შეხვედრა კიეველები 14 დეკემბერს, ჩერკასკის "მავპისთან" ჩაატარებენ.
gbf.ge