მანუჩარ მარკოიშვილის 17 ქულა "ბიელასთან" შეხვედრაში

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილი ბრწყინვალე თამაშს იტალიის ჩემპიონატშიც აგრძელებს. ევროლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალისთვის" 23 ქულის ჩაგდების შემდეგ ქართველმა უკანახაზელმა სერია A-ს მორიგ ტურში "კანტუს" "ბიელასთან" ულიდერა.

მარკოიშვილის გუნდმა მეტოქე 85:62 გაანადგურა, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

საქართველოს ნაკრების წევრი კანტუელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა.

მარკოიშვილმა 6-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 17 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, მანუჩარმა 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, 1 პერსონალური მიიღო და
მეტოქეები მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

მარკოიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რაც მაარტენ ლუნენისა და ჯონათან ტაბუს შემდეგ გუნდში მესამე შედეგი გახლდათ.

4 წაგების მქონე "კანტუსთვის" ეს მე-7 გამარჯვება იყო, რაც სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილის ტოლფასია. ამ ტურის მატჩს ვიქტორ სანიკიძის "სიენა" 10 დეკემბერს გამართავს, რომელიც "ვანოლის" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული