ლეგიონერები: მო­სავ­ლი­ა­ნი კვი­რე­უ­ლი

AutoSharing Option
გა­სუ­ლი შვიდ­დღე­უ­ლი უცხო­ეთ­ში მო­თა­მა­შე ქარ­თ­ვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო.

ამას თა­მა­მად მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლის გარ­ჯის შემ­ყუ­რე­ნი ვწერთ. მან ხომ ლო­მის წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მად­რი­დის "რე­ა­ლის" ძლე­ვა­ში - 23 ქუ­ლა ჩა­აგ­დო.

მა­ნუმ ქუ­ლა­უხ­ვი სე­რია იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­შიც გა­ნაგ­რ­ძო და "ბი­ე­ლას" ძლე­ვა­ში 17-ბა­ლი­ა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მა­ნუ­ჩარ­მა 12 ქუ­ლა მე­ოთხე პე­რი­ოდ­ში ჩა­აგ­დო.

იტა­ლი­ა­ში 10 დეკემბერს გვი­ან დას­რულ­და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის "მონ­ტე­პას­კის" მატ­ჩი, რომ­ლის შე­სა­ხებ ცხრი­ლი­დან შე­იტყობთ, ისე­ვე, რო­გორც გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნის "მა­ქა­ბის" შეხ­ვედ­რა­ზე. აქ კი გეტყ­ვით, რომ გი­ორ­გის ვა­ჟი შე­ე­ძი­ნა, რა­საც კა­ლათ­ბურ­თელს გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავთ.

NBA
გან­ვ­ლი­ლი 7
დღე მო­სავ­ლი­ა­ნი იყო ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას "ატ­ლან­ტას­თ­ვის", რო­მელ­მაც სა­მი­ვე მატ­ჩი მო­ი­გო და აღ­მო­სავ­ლე­თის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მე­სა­მე ად­გი­ლამ­დე ავი­და. ზა­ზას როლ­ზე მი­სი წუ­თობ­რი­ვი მო­ნა­გა­რიც მეტყ­ვე­ლებს.

თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას "ბრუკ­ლინ­მა" პი­რი­ქით, გა­სულ კვი­რას ყვე­ლა მატ­ჩი წა­ა­გო. ქარ­თ­ვე­ლი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი კი მწვრთნელს მო­ე­დან­ზე არ გა­მო­უყ­ვა­ნია.

ევ­რო­თა­სი
გი­ორ­გი ცინ­ცა­ძის "ბუ­დი­ველ­ნიკ­მა", ფაქ­ტობ­რ­ივად, სე­ზო­ნის მატ­ჩი მო­ი­გო - ჩე­ხე­თის "ნიმ­ბურ­კ­თან" გა­მარ­ჯ­ვე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მომ­დევ­ნო ეტა­პის­კენ დი­დი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს.

მათ დარ­ჩე­ნი­ლი აქვთ მატ­ჩი ლიტ­ვა­ში, "პრი­ე­ნა­ის­თან". მარ­ცხის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, ცინ­ცა­ძის თა­ნა­გუნ­დ­ელებს მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გას­ვ­ლის კარ­გი შან­სი შერ­ჩე­ბათ.

ურ­თუ­ლეს სი­ტუ­ა­ცი­ა­შია ამა­ვე ჯგუ­ფის ბი­ნა­და­რი ჯე­ი­კობ პუ­ლე­ნის "ჰაპო­ე­ლი", რო­მელ­საც ჩე­ხეთ­ში ურ­თუ­ლე­სი მატ­ჩი ელის. "ჰაპო­ე­ლის" ძლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში პირ­ველ ად­გილს "ნიმ­ბურ­კი" და­ი­კა­ვებს, მე­ო­რეს - "ბუ­დი­ველ­ნი­კი". ჯგუ­ფი­დან ორი სა­უ­კე­თე­სო გა­დის.

ევ­რო­პა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სვლა კი­ე­ვე­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­ნაგ­რ­ძეს. მათ სტუმ­რად ორი დნეპ­რის­პი­რუ­ლი გუნ­დი და­ა­მარ­ცხეს. გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რი ცინ­ცა­ძე მე­ო­რე მატ­ჩ­ში იყო: 7-დან 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი, 5-დან 2 ორ­ქუ­ლი­ა­ნი, 2-დან 2 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო და 14 ქუ­ლას მო­უ­ყა­რა თა­ვი.

აზია
ირან­ში კი­დევ ერ­თი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა 224 სმ სი­მაღ­ლის ცენ­ტ­რ­მა სერ­გო ათუ­აშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც 19 მოხ­ს­ნა მი­ით­ვა­ლა. რაც მთა­ვა­რია, სერ­გოს ორ­მა­გი დუბ­ლი (19 მოხ­ს­ნა, 15 ქუ­ლა) "ქეშ­მის" გა­მარ­ჯ­ვე­ბის სა­წინ­და­რი გახ­და - "სა­ნა­ი­ეს" 69:57 სძლია.

ირა­ნი­დან ლი­ბან­ში გა­და­სულ ნი­კა ცქი­ტიშ­ვილს "ჩამ­პ­ვი­ლის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დე­ბი­უ­ტი იორ­და­ნი­ულ "ორ­თო­დოქ­სთან" მატ­ჩ­ში ჰქონ­და. შეხ­ვედ­რა ლი­ბა­ნელ­თა გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და, ხო­ლო ქარ­თ­ველ­მა თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა 15 ქუ­ლა მი­ით­ვა­ლა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული