გიორგი ცინცაძისა და ბექა ბურჯანაძის გუნდები ევროთასის ტოპ-16-ში გავიდნენ

AutoSharing Option
ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ქართველთათვის წარმატებული გამოდგა.

გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" სტუმრად, ლიტვაში "პრიენაი" დაამარცხა (84:73) და ეტაპი პირველ ადგილზე (4 გამარჯვება) დაასრულა.

ცინცაძემ 26 წუთში 7 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთის "ნიმბურკმა" ჯეიკობ პულენის "ჰაპოელთან" სახლში წააგო - 74:82. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა 16 წუთში 9 ქულასა და 4 პასს მოუყარა თავი.

თითქმის ჯგუფში ჩარჩენისთვის იყო განწირული ბექა ბურჯანაძის "კახასოლი", რომელიც სტუმრად მანამდე უძლეველ "ცრვენა ზვეზდას" ეთამაშებოდა. სევილიელებმა სერბეთში 76:70
იმარჯვეს. ბურჯანაძე სათადარიგო იყო, თუმცა არ უთამაშია.

ესპანელებს ძალიან დაეხმარათ ფრანგული "ორლეანი", რომელმაც "კახასოლის" უშუალო კონკურენტი "დინამო სასარი" სტუმრად დაამარცხა (95:71). ასე რომ, ჯგუფიდან "ცრვენა ზვეზდა" და "კახასოლი" გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული