ზაზა ფაჩულიას შორეული ტყორცნა და 7 ქულა "ორლანდოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა მაიამიში განცდილი მარცხის შემდეგ ორლანდოში გადაინაცვლა და ადგილობრივი "მეჯიქი" 86:80 დაამარცხა.

ატლანტელებმა პირველი ტაიმის შემდეგ 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ბოლო პერიოდში მასპინძლებმა ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს და "ჰოუქსს" გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და ატლანტელთაგან ყველაზე ნაკლები ითამაშა. მიუხედავად ამისა, ფაჩულია საკმაოდ სარგებლიანი იყო და საბოლოოდ 7 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ჯორჯიელთა გუნდში საუკეთესო 16 ქულითა და 11 მოხსნით ჯოშ სმიტი იყო, ატლანტელთა ძირითადმა
ცენტრმა ალ ჰორფორდმა კი 13 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.

"ატლანტას" 13 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-3 ადგილზეა. ზედიზედ 3 წაგების შემდეგ, როგორც იქნა, "ბრუკლინმაც" მოიგო. თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში ისევ დაბრუნდა, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.

ბრუკლინელებმა ტორონტოში "რეპტორსი" 94:88 დაამარცხეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე განთავსდნენ.

აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდის ბოლოს ზაზამ საკუთარი გუნდის ნახევრიდან ისროლა ბურთი და კალათაში მოათავსა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა ქართველ ცენტრს შორეული, ზუსტი ტყორცნა არ ჩაუთვალა.

VideoSportall.Ge
ზაზა ფაჩულიას შორეული სროლა ორლანდოსთან


gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
დარია თუ ავდარია, ზაზა მაგარია, ზაზა მაგარია.
nukri
17:51 13-12-2012
0
ზაზა მალადეც მაგარია
beso
20:51 13-12-2012
0

სიახლეები პოპულარული