ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანურ "ჩემპვილში" დებიუტი ორმაგი დუბლით აღნიშნა

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი თავის ახალ გუნდს 18 ქულითა და 10 მოხსნით შეეწია, მაგრამ "ჩემპვილმა" "მუტაჰედთან" გასვლითი შეხვედრა მაინც დათმო - 73:81.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი არაზუსტად ტყორცნა. ორმაგ დუბლთან ერთად ნიკას 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.

ცქიტიშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო, მთლიანად მატჩში კი "მუტაჰედის" ფორვარდი ერიკ ჩეტფილდი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა
და 7 მოხსნა მიითვალა.

ცქიტიშვილის გუნდს 3 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და ლიბანის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება. მორიგ შეხვედრას "ჩემპვილი" 16 დეკემბერს ლიდერ "საგესის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული