ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "შარლოტი" გაანადგურა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსმა" დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა შინაურ არენაზე "შარლოტი" მიიღო და 23 ქულის სხვაობით - 113:90 გაანადგურა.

ატლანტელებმა ბოლო 13 შეხვედრიდან 11 მოიგეს, რაც ნებისმიერი გუნდისთვის შესაშური შედეგია.

ამ გამარჯვებით ატლანტელები მოქმედ ჩემპიონ "მაიამის" დაეწივნენ და ფლორიდელებთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციაში II-III ადგილებს იყოფენ. ორივე მათგანს 14 მოგება და 6 მარცხი გააჩნია.

რაც შეეხება 14 დეკემბრის მატჩს, ფაჩულიამ იგი უქულოდ დატოვა. ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა და შ
არლოტელთა ფარისთვის არც შეუტევია.

ზაზამ 7 მოხსნა დააგროვა და სხვა სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია. საუკეთესონი კი ატლანტელთა სხვა სათადარიგოები გახდნენ: ლუი უილიამსი - 13 ქულა, 9 პასი და დევინ ჰარისი - 20 ქულა.

მომდევნო შეხვედრას "ატლანტა" კვლავ შინ, 15 დეკემბერს, "გოლდენ სტეიტთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული