გიორგი შერმადინი შესაძლოა სლო­ვე­ნი­ის "ოლიმ­პი­აში" გადავიდეს

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ცენ­ტ­რი გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი შე­საძ­ლოა სლო­ვე­ნი­ის "ოლიმ­პი­ას" და­უბ­რუნ­დეს. იგი ამ გუნ­დ­ში 2010-11 წლე­ბის სე­ზონ­ში თა­მა­შობ­და და ევ­რო­ლი­გა­ზე "მა­ქა­ბის" წი­ნა­აღ­მ­დე­გაც ორი კარ­გი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა.

მას მე­რე გი­ორ­გიმ იტა­ლი­ურ "კან­ტუ­ში" ითა­მა­შა და 2012-13 წლე­ბის სე­ზო­ნის წინ თელ-ავი­ვის "მა­ქა­ბიმ" აიყ­ვა­ნა, თუმ­ცა მწვრთნე­ლი, დე­ვიდ ბლა­ტი ბო­ლო მატ­ჩებ­ში არ ენ­დო­ბა და შერ­მა­დი­ნის გაც­ვ­ლა­ზეც და­ფიქ­რ­და.

ბო­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ლა­ვი­ვე­ლებ­მა ლუბ­ლი­ა­ნის "ოლიმ­პი­ას" უკ­ვე მი­მარ­თეს - არონ ბა­ი­ენ­სი გი­ორ­გი შერ­მა­დინ­ში გავ­ც­ვა­ლო­თო. თუმ­ცა იმა­საც წე­რენ, სლო­ვე­ნი­ე­ლე­ბი ყა­ბულს არ არი­ა­ნო. და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ჩვე­ნი მხრივ კი შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ოლიმ­პია" ევ­რო­ლი­გა­ზე
მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლის "კან­ტუს" ჯგუფ­ში იყო და იტა­ლი­ე­ლებს ორი­ვე მატ­ჩი მო­უ­გო.

არა­და, მა­ნუს თა­ნა­გუნ­დე­ლებს მომ­დევ­ნო ეტა­პამ­დე ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­აკ­ლ­დათ. ჯგუფ­ში სწო­რედ "კან­ტუ" და "ოლიმ­პია" ჩარ­ჩ­ნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული