21 ნოემბრის შემდეგ ხან ტრავმის, ხანაც მწვრთნელის პირადი გადაწყვეტილების გამო ქართველ ფორვარდს თამაში არ უწევდა და ერთი ხანობა განვითარების ლიგაში გაშვებას უპირებდნენ, თუმცა თორნიკე ისევ "ბრუკლინშია" და 20 დეკემბერს, გამთენიისას, მცირედით, მაგრამ მაინც ითამაშა.
მწვრთნელმა შენგელია და კიდევ 3 სათადარიგო მაშინ შეუშვა მოედანზე, როცა "ნიუ იორკთან" მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.
შენგელიამ, მირზა ტელეტოვიჩმა, მარშონ ბრუკსმა და ტაიშონ ტეილორმა "მედისონ სკვერ გარდენში" გამართული მატჩის ბოლო 2 წუთი ითამაშეს.
აღმოსავლეთისა და სრულიად ლიგის ერთ-ერთ
ხსენებული 4 სათადარიგოდან ტელეტოვიჩი და ბრუკსი უქულოდ დარჩნენ, ხოლო ტეილორმა ყველაზე მეტი - 4 მოინაგრა.
ერთ დროს ლიდერთა შორის მყოფი "ბრუკლინი" დაღმასვლას განიცდის. ბოლო 10 მატჩიდან ნიუ იორკის გარეუბნელებმა 8 წააგეს.
ახლა მათ 13 მოგება და 12 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში "ბოსტონთან" ერთად VII-VIII ადგილებს იყოფენ. შემდეგ შეხვედრაში, 23 დეკემბერს, "ბრუკლინი" "ფილადელფიას" უმასპინძლებს.
gbf.ge