ზაზა ფაჩულიამ "ოკლაჰომასთან" 6 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" გასული სეზონის ფინალისტ "ოკლაჰომას" უმასპინძლა და 92:100 წააგო.

ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე 4 ქულა დააკლდა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ოკლაჰომელების წინააღმდეგ 6 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

ატლანტელებმა ვერაფერი მოუხერხეს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტს, რომელმაც 41 ქულა მოინაგრა. 27 ქულა და 11 პასი გამოიმუშავა რასელ ვესტბრუკმა, ვის წინააღმდეგაც ატლანტელთა ლიდერი ჯეფ ტიგის თამაში უფერულად ჩანს.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ ატლანტელები 7 ქულით აგებდნენ და წარმატების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მისი გამოყენება მასპინძლებმა ვერ მოახერხეს.

ფაჩულია კვლავ სათადარიგო
იყო და მოედანზე მთლიანობაში 18,28 წუთი გაატარა. ზაზამ 8 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 5-5 საკუთარ და მეტოქის ფარებზე მოხსნილი ბურთი მოაყოლა. სხვა სტატისტიკური მონაცემი ქართველ ცენტრს არ ჰქონია. მას არც ბურთი დაუკარგავს, არც დაჯარიმებულა და არც მასზე დაურღვევიათ ოკლაჰომელებს წესები.

15 მოგების მქონე ატლანტასთვის ეს მე-8 მარცხი გახლდათ, თუმცა ამ წაგებას ფაჩულიას გუნდისთვის სატურნირე თვალსაზრისით არ უმოქმედია. "ქორები" აღმოსავლეთში კვლავ მესამე ადგილზე არიან. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს "ფილადელფიასთან", 21 დეკემბერს გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული