ზაზა ფაჩულიამ ფილადელფიაში 9 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსი" ისევ აგებს, თუმცა ცხრილში მე-3 ადგილს ინარჩუნებს. ზაზა ფაჩულიას გუნდმა აქამდე იმდენი მოგება დააგროვა, რომ ზედიზედ ორმა მარცხმა სატურნირო თვალსაზრისით არ დააზარალა.

"ქორებმა" უიმედოდ წააგეს თანაკონფერენციელ "ფილადელფიასთან", რომელიც ამ მატჩამდე აღმოსავლეთში მე-10 იყო.

ატლანტელებმა მხოლოდ მეორე მეოთხედი მოიგეს, ისიც 1 ქულით, თუმცა დანარჩენ სამში დამარცხდნენ და საბოლოოდ მატჩი 80:99 დათმეს.

ჩვეულად ვერ გაისარჯა "ქორების" ცენტრალური თავდამსხმელი ალ ჰორფორდი, რომელმაც თამაშიდან მხოლოდ 10-ში 2 სროლა ჩააგდო და საბოლოოდ 7 ქულასა და 8 მოხსნას დასჯერდა.

ფაჩულია სათდარიგო იყო, თუმცა თამაშმა
ოთხ სასტარტოზე მეტხანს მოუწია. სწორედ ჰორფორდმა ითამაშა ზაზაზე მეტი (36 წუთი), ხოლო ქართველმა ცენტრმა მოედანზე 28 წუთი გაატარა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მთლიანობაში 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ფაჩულია ატლანტელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

15 მოგებითა და 9 მარცხით, როგორც თავშივე ვთქვით, "ატლანტა" აღმოსავლეთში კვლავ მესამე ადგილზეა.

მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 23 დეკემბერს, შინაურ არენაზე, "ჩიკაგოს" წინააღმდეგ ელის.

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში - WHE HAVE OUR OWN MESSI. GIO#11
ზაზა ფაჩულიამ "ოკლაჰომასთან" 6 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული