პირველივე შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა დაამტკიცა, რომ ბრუკლინელები არ შეცდნენ, როცა ის დრაფტზე აიყვანეს და შემდეგ კონტრაქტიც გაუფორმეს.
თორნიკემ "სპრინგფილდ არმორში" დებიუტი სამმაგი დუბლით აღნიშნა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
შენგელიამ სპრინგფილდელებს 22 ქულით, 12 პასით და 10 მოხსნით ულიდერა, თუმცა ქართველი ფორვარდის დიდებული გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. "არმორმა" "ერი ბეისთან" 119:127 წააგო.
განვითარების ლიგაში გაუშვეს "ბრუკლინის" მეორე ახალწვეული ტაიშონ ტეილორი.
შენგელია "სპრინგფილდ არმორში" სავარაუდოდ 3 კვირა ითამაშებს და სათამაშო გამოცდილების დაგროვების
www.gbf.ge