ზაზა ფაჩულიას გუნდი კონფერენციაში მესამეა, ჩიკაგოელებს კი ერთით მეტი მარცხი ჰქონდათ და თუკი ამ თამაშს მოიგებდნენ, მესამეზე თავად აღზევდებოდნენ.
თან "ბულსი" ნიუ იორკიდან გამარჯვებული ჩავიდა ატლანტაში და ცხადია, კვლავ მოგებას გეგმავდა, მაგრამ მასპინძლებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ჩიკაგოელებმა საწყისი მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, თუმცა მომდევნო ორ პერიოდში ისეთი ამბები დაატრიალეს ატლანტელებმა, რომ მატჩის ბედი მესამე 12-წუთეულის ბოლოსვე გადაწყდა.
მეორე და მესამე მეოთხედები მასპინძლებმა ჯამში 61:33 მოიგეს და გამარჯვება ნაადრევად გაინაღდეს.
საბოლოოდ ჯორჯიელებმა
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 21 წუთი გაატარა.
ქართველმა ცენტრმა 6 ცდიდან 2 ორქულიანი მიითვალა, 2 საჯარიმო კი უშეცდომოდ ესროლა. 6 ქულასთან ერთად ფაჩულიას 8 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
ატლანტელთა ბომბარდირი ალ ჰორფორდი გახდა, რომელმაც 20 ქულას 10 მოხსნაც მიაბა.
მომდევნო მატჩს ატლანტელები 26 დეკემბერს, შინ, "დეტროიტთან" ჩაატარებენ
www.gbf.ge