გიორგი შერმადინი "ოლიმპიაკოსში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი კარიერას "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს.

ისრაელის "მაკაბის" ყოფილმა ცენტრმა ბერძნულ გრანდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

შერმადინმა 23 დეკემბერს ისრაელის ჩემპიონატში არ ითამაშა. "მაკაბიმ" "აშდოდს" სძლია, მაგრამ ქართველი კალათბურთელი განაცხადში არ იყო.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ცენტრი რუსულ "კრასნიე კრილიაში" გადადიოდა, თუმცა საბოლოოდ შერმადინი "ოლიმპიაკოსში" აღმოჩნდა.

შერმადინს უკვე ნათამაშები აქვს საბერძნეთის ჩემპიონატში. 2008-2009 წლების სეზონში იგი "პანათინაიკოსში" გამოდიოდა და საბერძნეთის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ 9.5 ქულას, 4.5 მოხსნას და 1.0 პასს აგროვებდა.

იმ პერიოდში გიორგიმ ევროლიგაში
მხოლოდ 1 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თითო ქულა, მოხსნა, ჩაჭრა და დაფარება დააგროვა.

2009-10 წლების სეზონში შერმადინი უფრო შედეგიანი გახლდათ და ევროლიგის 12 შეხვედრაში საშუალოდ 4.5 ქულა და 2.2 მოხსნა ჰქონდა, საბერძნეთის ჩემპიონატში კი 19 თამაშში საშუალოდ 5.1 ქულასა და 2.7 მოხსნას აგროვებდა.

"ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის ჩემპიონატის ლიდერია. პირეოსელებს 11-დან ყველა მატჩი მოგებული აქვთ.

ოლიმპიაკოსელები ევროლიგის მოქმედი ჩემპიონები არიან და მიმდინარე სეზონში ტოპ-16-ში გავიდნენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული