- ჩამოსვლის დღიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი როგორც კლუბის მესვეურების, ასევე ქომაგების მხრიდან.
აქ დიდი გამოცდილება მივიღე. არაერთი თბილი მოგონება შემომრჩა, რომელთა გონებიდან წაშლა შეუძლებელია. ბოლონიაში უამრავი მეგობარი მყავს. მათი კიდევ ერთხელ ხილვა ძალიან სასიამოვნოა.
- ყველაზე კარგი და ცუდი მოგონება...
- ახლაც გული მწყდება, როცა იტალიის შარშანდელი ჩემპიონატის მეოთხედფინალს ვიხსენებ. "სასარისთან" სერიაში 0:3 დავმარცხდით, რასაც ნამდვილად არ
ამ თამაშებს ოდნავ დასვენებულები და კონცენტრირებულები რომ შევხვედროდით, ნახევარფინალში გასვლა შეგვეძლო, სადაც ჯერ არ მითამაშია.
როგორც ყველა, მეც მეტად გაწბილებული დავრჩი. რაც შეეხება სასიამოვნო მოგონებას, ერთი კონკრეტულის გახსენება მიჭირს, რადგან უამრავი რამ არის მოსაგონარი.
აქ თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე. რაც მთავარია - ბოლონიელები ყურადღების ეპიცენტრში არ არიან და არც ზედმეტ წნეხს გრძნობენ, რაც თავისუფლად თამაშში ეხმარებათ. ასე იყო შარშანაც.
- რა შეიცვალა სიენის "მონტეპასკიში" გადასვლის შემდეგ?
- ახალ გუნდთან ახალი ციკლი, კარიერის ახალი ეტაპი დავიწყე. ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი, ამბიციურები ვართ და თითოეულ მატჩზე გამარჯვებულის მენტალიტეტით გავდივართ.
რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო, რაც გუნდის გამარჯვების საწინდარი უნდა გახდეს.
სწორედ ასეთი ფილოსოფიის გამო მოვიპოვე ბოლონიელ ქომაგთა შორის პატივისცემა, რასაც ძალიან ვაფასებ.
ასევე, ბოლონიელებმა დაიწყეს ახალი ციკლი განახლებული შემადგენლობით და მათ წარმატებებს ვუსურვებ.
- ყველაზე ახლოს "ვირტუსის" კაპიტან ჯუზეპე პოეტასთან ხართ.
- იგი ჩემი მეგობარია, შესანიშნავი კაპიტანია. ჯუზეპე თითოეულ თანაგუნდელს ეხმარება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თამაშისას, როცა ყველაფერი კარგად არ გამოდის, სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებს და მეგობრებსაც იყოლიებს.
ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ხასიათით ძალიან ჰგვანან და შესაძლოა, ამიტომაც გავუგეთ ერთმანეთს.
- კლუბის მფლობელ კლაუდიო საბატინისთან როგორი ურთიერთობა დაგრჩათ?
- ძალიან კარგი. "ვირტუსში" კონტრაქტის ამოწურვამდე ვითამაშე და პირველი სწორედ კლაუდიო საბატინი იყო, ვინც გზა დამილოცა.
მინდა ყველა ბოლონიელს მადლობა გადავუხადო იმ სითბოსთვის, რაც სამი წლის განმავლობაში ჩემდამი გამოხატეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"