გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი: ევ­რო­ლი­გა­ზე "მა­ქა­ბის­თან" სა­ინ­ტე­რე­სო ბრძო­ლა გვე­ლის

AutoSharing Option
24 დეკემბერს დავ­წე­რეთ: გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბას რუ­სუ­ლი "კრას­ნიე კრი­ლი­ას" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან აწარ­მო­ე­ბე­ნო. იქ­ვე დავ­წე­რეთ, რომ ეს გუნ­დი ევ­რო­ჩე­ლენ­ჯ­ზე გა­მო­დის. გვახ­სოვს "კან­ტუს" მა­ი­სუ­რით ევ­რო­ლი­გა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბი და გი­ორ­გი სა­ევ­რო­ჩე­ლენ­ჯოდ ნამ­დ­ვი­ლად არ გვე­მე­ტე­ბო­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, 24 დეკემბერს გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, შერ­მა­დი­ნი არა მხო­ლოდ ევ­რო­ლი­გის რი­გით გუნ­დ­ში, არა­მედ მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჩა­ი­რიცხა - 216 სმ სი­მაღ­ლის (1989 წე­ლი) ქარ­თ­ველ­მა ცენ­ტ­რ­მა ბერ­ძ­ნულ "ოლიმ­პი­ა­კოს­თან" კონ­ტ­რაქ­ტი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე გა­ა­ფორ­მა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­მო­მავ­ლოდ გაგ­რ­ძე­ლე­ბის "ოფ­ცი­ით".

გი­ორ­გის ის­რა­ე­ლის "მა­ქა­ბი­ში" არა­საკ­მა­რი­სი სა­თა­მა­შო დრო ჰქონ­და, რი­თაც ცხა­დია, კმა­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ყო­ფილ
კლუბ­ზე მა­ინც და­დე­ბი­თად ლა­პა­რა­კობს:

- "მა­ქა­ბი­ში" სულ სა­მი თვე ვი­თა­მა­შე. ის­რა­ელ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ყო­ველ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მახ­სენ­დე­ბა.

ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და ისე მოხ­და, რომ კა­რი­ე­რაც სხვა გუნ­დ­ში უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო.

"ოლიმ­პი­ა­კოს­ში" ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მა­კე­დო­ნი­ე­ლი პე­რო ან­ტი­ჩია (210 სმ), რო­მე­ლიც კარ­გად გვახ­სოვს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს პე­რი­მეტ­რი­და­ნაც უტევ­და.

წი­ნას­წარ გა­დაჭ­რით ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, მაგ­რამ უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ შერ­მა­დინს "ოლიმ­პი­ა­კოს­ში" სა­თა­მა­შო დრო საკ­მა­რი­სად ექ­ნე­ბა. თა­ვა­დაც იმე­დი­ა­ნა­დაა:

- მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ იმა­ვე დო­ნე­ზე ვი­თა­მა­შებ, რო­გორც სე­ზო­ნი და­ვიწყე. ბერ­ძ­ნუ­ლი "ოლიმ­პი­ა­კო­სიც" ევ­რო­ლი­გის ტოპ-16-შია და სხვა­თა შო­რის, ჯგუფ­ში "მა­ქა­ბის­თა­ნ" მოხ­ვ­და. თე­ლა­ვი­ვე­ლებ­თან მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო პა­ექ­რო­ბე­ბი გვე­ლის. "ოლიმ­პი­ა­კო­სის­თ­ვის" ძა­ლას არც ერთ შეხ­ვედ­რა­ში და­ვი­შუ­რებ.

იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ შერ­მა­დი­ნი "მა­ქა­ბის" შემ­დეგ "ოლიმ­პი­ა­კო­სის" და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრის, "პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სის" ღირ­სე­ბას იცავ­და.

ახ­ლა კი, რო­ცა გი­ორ­გის ის­რა­ე­ლი­დან წას­ვ­ლის სა­კითხი დად­გა დღის წეს­რიგ­ში, მის მო­მა­ვალ კლუ­ბად ბერ­ძ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი "პა­ნა­თი­ნა­ი­კოსს" ასა­ხე­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ცდე­ბოდ­ნენ...

"ოლიმ­პი­ა­კო­სის" უახ­ლო­ე­სი მატ­ჩი ევ­რო­ლი­გა­ზე იგეგ­მე­ბა - 27 დე­კემ­ბერს ეს­პა­ნურ "კა­ხა ლა­ბო­რალს" ეწ­ვე­ვა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ითა­მა­შებს თუ არა ქარ­თ­ვე­ლი ცენ­ტ­რი ბას­კეთ­ში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული