ლაშა გამყრელიძე და "გისენი" აღარ ხუმრობენ

AutoSharing Option
 ლაშა გამყრელიძე და "გისენი" აღარ ხუმრობენ. ისინი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სამეულში არიან - 4 მოგება, 1 წაგება.

გუშინ ლაშამ "გისენს" მეოთხე მატჩი მოაგებინა - "ულმი" 88:81 დაამარცხა. წარმატების ქართველისთვის მიწერა გადაჭარბებული სულაც არ არის - მაშინ, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა, გამყრელიძის შეჩერება ვერც ერთმა ულმელმა მოახერხა: სირენამდე 7:35 წუთით ადრე ლაშამ დრიბლინგი ორქულიანით დაასრულა, რის შემდეგაც "გისენმა" 8-ქულიანი ფორა მოიპოვა (71:63). გავიდა ოთხი წუთი და სხვაობა ისევ 8 ქულა იყო. სწორედ ამ დროს გამყრელიძემ ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო და
მატჩის დასრულებამდე 2:11 წუთით ადრე ტაბლოზე 81:69 დააფიქსირა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა...

"გისენის" ქართველი გამთამაშებელის მონაგარი ეფექტურად გამოიყურება: 32 წუთი, 12 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა.

გერმანიის ჩემპიონატში მეოთხე და მეხუთე ტურები ერთმანეთს გადაება. "ულმთან" მატჩზე უკვე მოგითხრეთ, ახლა ორიოდე სიტყვას "ოლდენბურგი" "გისენის" შეხვედრაზე ვიტყვით. ამ მატჩამდე ორივე გუნდი უძლეველი იყო.

მესამე პერიოდის შემდეგ ოლდენბურგელები 60:48-ს იგებდნენ. მეოთხის დასაწყისში ლაშა გამყრელიძემ ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ სამიანი, ამას მოჰყვა შედეგიანი პასი ფრისის მისამართით და სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა (55:60). გამოფხიზლებულმა გისენელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მარცხს თავი მაინც ვერ აარიდეს - 67:74.

ლაშამ 28 წუთში 7 ქულა, 3 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოინაგრა.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული