თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი" ბოსტონთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა. ამჯერად მისი "ბრუკლინი" "ბოსტონს" დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე 76:93 დამარცხდა.

მწვრთნელმა თორნიკე მოედანზე მეორე პერიოდის დასაწყისში გამოიყვანა, თუმცა მხოლოდ სამი წუთი არგუნა.

მეორედ შენგელია თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. საბოლოოდ ოქმში ქართველი თავდამსხმელის გასწვრივ 4:50 წუთი, 2 ფოლი და 1 შეცდომა დაფიქსირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
NBA-ს მწვრთნელები დიდად აფასებენ მოთამაშეების შეუშინებლობას,აგრესიულ,თითქმის ფოლის დონემდე,თამაშს,ბოლო წამებამდე.ეტყობა თოკო შედრკა,და ჯონსონმა ეს დაინახა.თავი არ უნდა დააჩაგვრინო,არც მიმიკით არ უნდა შეშინდე და არც ფიზიკური ზეწოლით,არ უნდა შეარჩინო უხეშობა,იმწამსვე უნდა გასცე.ზაზასაც აშინებდე დასაწყისში,ქართული ფხა უნდა გამოიჩინოთ.ისე NBA-ში ვერ ითამაშენ.
sakandelidze Zurab
13:28 26-12-2012
0
შავკანიანმა ამერიკელებმა,რათქმა უნდა ყველა არა მყავს მხედველობაში,დიდ SРORT-ში,მონაწილებიდან,შიშის გრძნობა,არ იციან.ჩვენმა გუგენიშვილმა,კინაღამ დაახრჩო გარნერი მიქსფაიტის ოღტაბრძოლაში,თავში აუვარდა გავარსკვლავება,მოადუნა ვარჯიშები,ნებისყოფა და გარნერმა ორჯერ ისე მიბერტყა,რომ მეცკი,გარეშე მაყურებელს, შემრცხვა,თავს შევაკლავდი და ბოლომდე ბრძოლით წავაგებდი,გონები დაკარგვამდე,როგორც გარნერმა წააგო 1 ბრძოლაში, გურამთან
-Qartveli
13:48 26-12-2012
0

სიახლეები პოპულარული