განსაკუთრებულად რთულად მოსაპოვებელი ბოლო გამარჯვება გახლდათ. ატლანტელებს 2 ოვერტაიმი დასჭირდათ, "დეტროიტის" წინააღმდეგობა რომ გაეტეხათ.
დაძაბული მატჩი მასპინძელმა "ატლანტამ" 126:119 მოიგო, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი გაიმყარა.
ატლანტელებს ეს მატჩი ძირითად დროში უნდა მოეგოთ, მაგრამ გამოჩენილი უყურადღებობის გამო სამარცხვინო წაგებას გადაურჩნენ.
დეშონ სტივენსონის სამქულიანის შემდეგ, მეოთხე პერიოდში, "ჰოუქსი" 22 ქულით - 84:62 დაწინაურდა, თუმცა დარჩენილ დროში დეტროიტელებმა ამ ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურებაც კი მოახერხეს.
ოსტინ დეის სამქულიანის შემდეგ, საფინალო სირენამდე
დეტროიტელები არც ოვერტაიმში გატყდნენ და საქმე მეორე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც მასპინძლებმა წარმატებას მიაღწიეს, რაშიც ლომის წილი ჯოშ სმიტმა დაიდო.
ატლანტელთა ფორვარდმა 31 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ფაჩულია სათადარიგო იყო და თამაში 22,20 წუთს მოუწია. ზაზამ 2-დან 2 საჯარიმო და 3-დან 1 ორიანი ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად, ფაჩულიას 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
17 მოგებისა და 9 წაგების მქონე "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილის მესამე საფეხურზე მყარადაა.
შემდეგი ჯახი "ქორებს" 28 დეკემბერს, კლივლენდში ექნებათ.
განსხვავებით "ატლანტასგან", წაგებები დაებედა თორნიკე შენგელიას "ბრუკლინს". ნიუ იორკის გარეუბნელებმა მორიგი მარცხი მილუოკიში იწვნიეს.
ქართველი ფორვარდი მაშინ შევიდა მოედანზე, როცა მატჩის შედეგი გადაწყვეტილი იყო. შენგელიამ შეხვედრის უკანასკნელი 1 წუთი ითამაშა, "ბრუკლინმა კი შეხვედრა 93:108 წააგო.
gbf.ge
ასევე იხილეთ:
ლარი დრიუ: ფაჩულიასგან ერთს ვითხოვ - ითამაშოს, როგორც ზაზამ!