თორნიკე შენგელიას მწვრთნელი გაათავისუფლეს

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეთსმა" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და გუნდს, სანამ ახალი სპეციალისტი გამოჩნდებოდეს, აივერი ჯონსონის ასისტენტი, პიჯეი კარლისიმო გაწვრთნის.

ჯონსონისთვის ეს იყო მესამე სეზონი სამწლიანი და 12-მილიონიანი კონტრაქტისა, რომლის ჩამთავრებაც აფროამერიკელ სპეციალისტს რუსმა მიხაილ პროხოროვმა არ აცალა.

ჯონსონის გაშვება იმ სატელეფონო საუბრისას გადაწყდა, რომელიც "ბრუკლინის" გენერალურ მენეჯერ ბილი კინგსა და მფლობელ პროხოროვს შორის განხორციელდა.

რუსმა ოლიგარქმა არ მოიწონა, რომ სეზონის სასტარტო 15 მატჩიდან 11-ის მოგების შემდეგ გუნდმა სვლას უკლო და დღეს მოგებ-წაგებათა თანაბარი რაოდენობა (14-14) აქვს.

"ჩვენ იმ გზას გადავუხვიეთ, რა სვლითაც
დავიწყეთ ეს სეზონი -
აღნიშნა პრესკონფერენციაზე კინგმა - ამიტომაც მოხდა ეს ცვლილება. ეს თამაში არ არის გოლფი, სადაც თუკი წააგებს, ტაიგერ ვუდსს შეუძლია, დააბრალოს ბურთის მიმწოდებელ ბიჭებს.

ეს კალათბურთია, მოედანზე 5 მოთამაშეა და ისინი ერთიანი ძალებით იბრძვიან. ჩვენ გვინდა, რომ ის შემართება და შედეგები დავიბრუნოთ, რითაც სეზონი დავიწყეთ".


gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული