გიორგი ცინცაძისა და "ბუდიველნიკისთვის" დონეცკში მოგებას სხვა გემო აქვს

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში "ბუდიველნიკმა" "დონეცკი" მისსავე მოედანზე დაამარცხა - 68:56.

სტუმართა მთავარი მწვრთნელი, აინარს ბაგაცკისი ამტკიცებს, რომ კალათბურთს მხოლოდ სახელები არ თამაშობენ - შედარებით უცნობი, მაგრამ კარგად შერჩეული კალათბურთელებით ძლიერი კოლექტივის შექმნა შეიძლება.

წლეულს "ბუდიველნიკი" მეორედ შეხვდა "დონეცკს", რომლის ღირსებას სონგაილა, პერკინსი, ფიშერი და უკრაინის ნაკრების არაერთი წევრი თამაშობს და მეორედაც დამაჯერებლად მოუგო.

გიორგი ცინცაძის თანაგუნდელებმა მესამე პერიოდში 19:10 იყოჩაღეს და როგორც აღმოჩნდა, სწორედ აქ გადაწყდა მატჩის ბედი.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 29 წუთში 6-6 ქულა-მოხსნა და 2-2 ჩაჭრა პასი მოაგროვა. მას
უშუალოდ პერკინსის წინააღმდეგ უწევდა თამაში და ამერიკელს მხოლოდ 4 ქულა ჩააგდებინა.

"ბუდიველნიკის" ბომბარდირი კი ლეო ლაიონსი გახდა - 15 ქულა.

ცინცაძის თანაგუნდელებს 18 გამარჯვება (5 მარცხი) აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული