ზაზა ფაჩულია 2013 წლის პირველ დღეს: მოგება და ორმაგი დუბლი

AutoSharing Option
2013 წლის პირველსავე დღეს ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა. "ატლანტა ჰოუქსმა" ნიუ ორლეანში მასპინძელთა გუნდი 9 ქულის სხვაობით - 95:86 დაამარცხა და ქართველი კალათბურთელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზას ბევრი არ უთამაშია, მან ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.

ფაჩულია სათადარიგო იყო და მთლიანობაში 19,58 წუთი ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა ნიუორლეანელების ფარს თამაშიდან 8-ჯერ შეუტია და 5 ჩააგდო, რასაც 2-დან 2 საჯარიმო მოაყოლა და მისმა მონაგარმა 12 ქულა შეადგინა.

ფაჩულია კარგად გაისარჯა ფარქვეშაც და
10 მოხსნა მოაგროვა. ორმაგ დუბლთან ერთად, ზაზას 1 დაფარებაც ჰქონდა.

ატლანტელთაგან ორმაგი დუბლი შეასრულა ჯოშ სმიტმაც, რომელმაც 23 ქულითა და 13 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ალ ჰორფორდის ანგარიშზე 20 ქულა და 3 მოხსნა-პასი დაგროვდა.

ატლანტელებს 20 მოგება და 10 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონდეფენციაში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 4 იანვარს, დეტროიტში გამართავს.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული