ვიქტორ სანიკიძემ "ფენერბაჰჩეს" სარეკორდო 19 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
4 იანვარს ევროლიგაზე სტამბოლის "ფენერბაჰჩე-ულქერმა" იტალიური სიენას "მონტეპასკის" უმასპინძლა და 92:98 დამარცხდა.

ეს შედეგი შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი იმიტომ იყოს, რომ გასული სეზონის შემდეგ "ფენერი" სწორედ ტოპ-სიენელებით გაძლიერდა: მწვრთნელი პიანიჯანით, ანდერსენით, მაკალებით...

"მონტეპასკი" კი ახალი კადრებით შეივსო და სწორედ ახლებმა მოუღეს ბოლო სტამბოლელებს: გამთამაშებელმა ბობი ბრაუნმა მასპინძელთა კალათი 41 ქულით ამოავსო, რაც დააკლდა, ვიქტორ სანიკიძემ დაამატა, რომელმაც "მონტეპასკიში" გადასვლის შემდეგ ყველაზე მეტი, 19 ქულა მიითვალა.

მან ერთი სამქულიანი და რამდენიმე ორიანი გადამწყვეტ მომენტში ჩააგდო და თურქებს დიდი სხვაობით დაწინაურების საშუალება არ
მისცა, საპირისპიროდ კი სიენელთა შემოტრიალებაში მიიღო მონაწილეობა.

"მონტეპასკიმ" სწორედ ბოლო წუთებზე მოახერხა დაწინაურება.

ვიქტორის სრული მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 19 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.

VideoSportall.Ge
ვიქტორ სანკიძის სიენამ ევროლიგაზე ფენერბაჰჩე დაამარცხა


შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს "ფენერბაჰჩესთან" სტამბოლში მანუჩარ მარკოიშვილმაც ეფექტურად ითამაშა, 20 ქულა მიითვალა, თუმცა მისმა "კანტუმ" გამარჯვებას ვერ მიაღწია.

ევროლიგის ტოპ-16-ში ორი ტურის შემდეგ "მონტეპასკის" ორი გამარჯვება აქვს.

გუშინვე ითამაშა გიორგი შერმადინის ახალმა კლუბმა "ოლიმპიაკოსმა". ქართველი ცენტრი განაცხადში არ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული