"არმია" შესაძლოა ლეგიონერების გარეშე დარჩეს

AutoSharing Option
კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, თითქოს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "არმია" მეორე წრეს ლეგიონერების გარეშე შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომით გუნდში ირიცხებოდნენ ამერიკელები კურტის მილეიჯი, ლემეინ უილსონი, მარკუს ფეისონი და შვედი იოაკიმ შელბომი.

ოთხი კარგი კალათბურთელის დაკარგვა არმიელთათვის დიდი დანაკლისია, ამიტომ, დავინტერესდით, რამდენად შეესაბამება რეალობას კულუარებში გავრცელებული ამბავი.

დავუკავშირდით გუნდის მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ კურტის მილეიჯი "დონეცკში" ჩაირიცხა:

- კურტისი უკვე დონეცკელია და უახლოეს მატჩში ამ გუნდის მაისურით ითამაშებს. რაც შეეხება დანარჩენ სამ ლეგიონერს, მათი "არმიადან" წასვლის საკითხზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი,
მიმდინარეობს მუშაობა.

ოფიციალურად ისინი კვლავ ჩვენს გუნდში ირიცხებიან, თუმცა როგორ შეიცვლება სიტუაცია ახლო მომავალში შევიტყობთ.


ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ბატონმა კოტემ ერთი ინფორმაციაც მოგვაწოდა:

"არმიამ" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა გამთამაშებელ ბექა წივწივაძესთან, რომელიც სუპერლიგის პირველ წრეში საშუალოდ 16.9 წუთში 5.3 ქულასა და 2.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

გუნდმა ქორქია-საკანდელიძის მემორიალისთვის მზადება 3 იანვრიდან განაახლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული