ნასიონალ A-ს პირველივე მატჩში ქართველი ფორვარდი საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მეტრეველს მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა, რომ მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. მისმა შედეგიანმა გარჯამ "პაფონი ომენას" "ტრევილიო" 71:40 დაამარცხებინა.
მეტრეველი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 19 წუთი გაატარა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, ყველაზე შედეგიანი რომ გამხდარიყო. ნიკამ 6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
13 ქულით მეტრეველი და 31 წუთს ნათამაშები პაფონელი სტეფანო მასკარდი მატჩის ბომბარდირები
ამასთან, ტრევილიოელ რიკარდო პერეჯოსთან ერთად მეტრეველმა მატჩში ყველაზე მეტი - 8 მოხსნა მიითვალა.
13 ქულასა და 8 მოხსნასთან ერთად 1 პასი და 1 დაფარებაც ჰქონდა. საერთო სარგებლიონობის კოეფიციენტი მეტრეველს მატჩში ყველაზე მეტი - 19 ჰქონდა.
ამ გამარჯვებით "პაფონმა" მოგებ-წაგებათა ოდენობა გაითანაბრს (8-8) და ცხრილში "ჩიეტასთან" ერთად VIII-XI ადგილებს იყოფს. 6 იანვარს ტურის დარჩენილი 7 შეხვედრა გაიმართება.
gbf.ge