ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. "ატლანტას" ქართველმა ცენტრმა 10 იანვარს, გამთენიისას, კლივლენდში წაგებულ მატჩში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავი არ შეურცხვენია, თუმცა ატლანტელებმა მთლიანობაში ითამაშეს ცუდად და საბოლოოდ უშანსოდ - 83:99 დამარცხდნენ.

ფაჩულიამ ხუთეულში ტრავმირებული უკანახაზელის, დეშონ სტივენსონის მაგივრად ითამაშა. ანუ ატლანტელები 3 მეფარით დაუპირისპირდნენ "კლივლენდს", მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

მასპინძლებს აკლდათ ტრავმირებული ანდერსონ ვარეჟაო, რომელიც საშუალოდ 14,4 მოხსნით ლიგის ლიდერია, თუმცა თავის საქმეს კარგად გაართვეს თავი მასპინძელთა მეფარეებმა - ტრისტან ტომპსონმა, ახალბედა ტაილერ ზელერმა, ხოლო გამთამაშებელმა
კაილი ირვინმა 33 ქულა მოინაგრა და კლივლენდელებს იოლად გაამარჯვებინა.

ეს "ატლანტასთვის" ზედიზედ მე-4 მარცხი იყო და ჯორჯიელებმა დაკარგეს კიდეც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილი, სადაც ბოლო 2 კვირაზე მეტია, იმყოფებოდნენ.

ატლანტელებს გადაუსწრო "ინდიანამ" და "ჩიკაგომ", რის შემდეგაც ფაჩულიას გუნდი მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში 25,40 წუთი ითამაშა და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. 8 ქულას ზაზამ 10 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიამატა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი ჯოშ სმიტს ჰქონდა, რომელმაც 36 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 6 დაფარება და 4 პასი მოინაგრა.

მომდევნო მატჩს "ატლანტა" 11 იანვარს შინ, "იუტასთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული