"ფინიქსის" ასისიტენტ მწვრთნელ კოკოშკოვს შენგელიას თამაშის შესახედად 2 წუთი და 7 წამი ჰქონდა - სწორედ ამდენ ხანს იმყოფებოდა "ბრუკლინის" ქართველი ფორვარდი მოედანზე.
შენგელიამ 2 სათამაშო წუთი მშვენივრად გამოიყენა და ორიდან ორივე სროლა ჩააგდო. თორნიკემ 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. იმ დროში, რაც მას გამოუყვეს, მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინა თავი.
რაც შეეება მატჩის შედეგს, შენგელიას გუნდმა 21 ქულით გაანადგურა "ფინიქსი". მასპინძებმა არიზონელებს საბოლოოდ
"ბრუკლინისთვის" ეს ზედიზედ მე-6 მატჩი გამარჯვება იყო, რის შემდეგაც "ნეთსმა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი გაიმყარა.
შენგელიას გუნდს 21 მოგება და 15 მარცხი გააჩნია. ამ შედეგზე ერთით ნაკლები წაგება აქვს და მე-4 ადგილზეა ზაზა ფაჩულიას "ატლანტა", რომელმაც 12 იანვარს, გამთენიისას, "იუტა ჯაზი" 103:95 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 19,46 წუთში საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ. ზაზამ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 12 ქულა შეადგინა. ფაჩულიას ასევე 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.
მომდევნო მატჩს ატლანტელები 13 იანვარს ვაშინგტონში, "ვიზარსთან" გამართავენ, ხოლო "ბრუკლინი" 13 იანვარს "ინდიანას" უმასპინძლებს.
gbf.ge