გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" კიევში "ოდესას" ვერ მოუგო

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" რეალური შანსი დაკარგა, უკრაინის რეგულარული ჩემპიონატი მის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოეგო. კიეველებმა "ოდესას" უმასპინძლეს და 2 ქულით - 78:80 დამარცხდნენ.

"ბუდიველნიკისთვის"ეს იყო ბოლოსწინა მატჩი რეგულარულ ჩემპიონატში. უკრაინის სუპერლიგაში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც რეგულარულ ჩემპიონატში ორ წრეში 26-26 მატჩს მართავენ.

ცინცაძის გუნდი პირველობისთვის იბრძვის და ეს წაგებაც იმიტომ იყო დასანანი. 18 მოგებითა და 7 მარცხით "ბუდიველნიკი" პირველობას ინარჩუნებს. რეგულარულის ბოლო ტურში, 13 იანვარს, კიეველები "ხიმკის" უმასპინძლებენ და ყველაფერიც ამ მატჩის შემდეგ გაირკვევა.

ოდესელებთან წაგებულ მატჩში ცინცაძე სასტარტო
ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა უკანახაზელმა 24,43 წუთი ითამაშა და საბოლოოდ 3 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა.

ცინცაძემ თამაშიდან ხუთივე სროლა - 3 ორქულიანი და 2 სამიანი ააცილა. გიორგიმ 4 ცდიდან 3 საჯარიმო ჩააგდო. 27 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა ლეო ლაიანსი, ხოლო მალკოლმ დილეინმა შეხვედრა 19 ქულით დასრულა.

რეგულრული ჩემპიონატის მოგებას კიეველებს ზაპოროჟიული "ფერო" ეცილება, რომელსაც 17 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და 2 მატჩი აქვთ დარჩენილი, თანაც ორივე გასვლაზე - "აზოტთან" და "კრივბასთან".

რეგულარულის მოგება იმისთვის უნდათ გუნდებს, რომ პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა დაიბევონ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული