გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" უკრაინის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის გუნდმა "ხიმკი" დაამარცხა, რითაც რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა.

უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიევის "ბუდიველნიკმა" 26 მატჩი ჩაატარა და 19 მოგება დააგროვა.

მოგვიანებით დასრულდა კიეველთა კონკურენტის მატჩი, რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ცინცაძის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.

"ფერო", რომელსაც "ბუდიველნიკი" ორივეჯერ დამარცხებული ჰყავს, 13 იანვარს "დნიპროსთან" დამარცხდა და პირველობის შანსი დაკარგა.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში კიეველებმა "ხიმკი" დაამარცხეს. "ბუდიველნიკმა" მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

პირველი მეოთხედის 20:7-ით მოგების შემდეგ დედაქალაქელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ 89:67 იმარჯვეს.

ცინცაძემ სასტარტო
ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე 11 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა დაგროვდა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული