მანუჩარ მარკოიშვილმა "ვირტუსს" 11 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის 11 ქულა და "კანტუს" მორიგი გამარჯვება იტალიის ჩემპიონატში. კანტუელებმა "ვირტუსს" უმასპინძლეს და 15 ქულის სხვაობით - 79:64 დაამარცხეს.

კანტუელებმა პირველი ტაიმი 38:39 წააგეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ თამაში გამოასწორეს და მეტოქეს წარმატების შანსი აღარ დაუტოვეს.

ზედიზედ სამ მატჩში 19 ქულის ჩაგდების შემდეგ მარკოიშვილმა შედეგიანობას უკლო და 11 ქულა მიითვალა.

ქართველმა უკანახაზელმა 24 წუთი ითამაშა და 4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

11 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. კანტუელთაგან
საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (26) მაარტენ ლუნენს ჰქონდა, ვის შემდეგაც 13-13 ერთეულით მარკოიშვილი და პიეტრო არადორი მოდიან.

"კანტუს" 11 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. მე-15 ტურის ბოლო შეხვედრა 14 იანვარს გაიმარება, რომელშიც ვიქტორ სანიკიძის "სიენა" სტუმრად "დინამო სასარის" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული