"ბრუკლინ ნეთსმა" 14 იანვარს, გამთენიისას ერთ-ერთი კონკურენტი "ინდიანა" დაამარცხა. სამწუხარო კი ისაა, რომ ქართველ ფორვარდს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
"ინდიანას" ბოლო 4 მატჩი მოგებული ჰქონდა, მთლიანობაში კი 23 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იყო.
ინდიანელები მესამე მეოთხედის შუაში 12 ქულით ამარცხებდნენ ბრუკლინელებს, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა დიდებულად ითამაშეს და ბოლო მეოთხედის 28:11 მოგების შემდეგ მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს - 97:86.
თორნიკე შენგელია განაცხადში
მწვრთნელს მოედანზე არ გაუყვანია მირზა ტელეტოვიჩი და "ბრუკლინში" 2 დღის წინ 10-დღიანი კონტრაქტით მისული დამიონ ჯეიმსი.
22 ქულითა და 9 პასით გამარჯვებულებს დერონ უილიამმა ულიდერა, ჯო ჯონსონის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
ამ გამარჯვების შემდეგ ბრუკლინელებმა ზაზა ფაჩულიას "ატლანტას" გადაასწრეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-4 ადგილზე განთავსდნენ.
მესამეზე კვლავ "ინდიანა" რჩება, რომელსაც ბრუკლინელებზე 1 გამარჯვებით მეტი აქვს მოპოვებული. მომდევნო მატჩში, 15 იანვარს შენგელიას გუნდი შინ "ტორონტოს" დაუპირისპირდება.
gbf.ge