თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" "ინდიანა" დაამარცხა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას გუნდმა NBA-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში ზაზა ფაჩულიას "ატლანტას" გადაასწრო.

"ბრუკლინ ნეთსმა" 14 იანვარს, გამთენიისას ერთ-ერთი კონკურენტი "ინდიანა" დაამარცხა. სამწუხარო კი ისაა, რომ ქართველ ფორვარდს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

"ინდიანას" ბოლო 4 მატჩი მოგებული ჰქონდა, მთლიანობაში კი 23 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იყო.

ინდიანელები მესამე მეოთხედის შუაში 12 ქულით ამარცხებდნენ ბრუკლინელებს, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა დიდებულად ითამაშეს და ბოლო მეოთხედის 28:11 მოგების შემდეგ მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს - 97:86.

თორნიკე შენგელია განაცხადში
არ იმყოფებოდა და შესაბამისად, თამაშში მონაწილეობაც არ მიუღია.

მწვრთნელს მოედანზე არ გაუყვანია მირზა ტელეტოვიჩი და "ბრუკლინში" 2 დღის წინ 10-დღიანი კონტრაქტით მისული დამიონ ჯეიმსი.

22 ქულითა და 9 პასით გამარჯვებულებს დერონ უილიამმა ულიდერა, ჯო ჯონსონის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბრუკლინელებმა ზაზა ფაჩულიას "ატლანტას" გადაასწრეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-4 ადგილზე განთავსდნენ.

მესამეზე კვლავ "ინდიანა" რჩება, რომელსაც ბრუკლინელებზე 1 გამარჯვებით მეტი აქვს მოპოვებული. მომდევნო მატჩში, 15 იანვარს შენგელიას გუნდი შინ "ტორონტოს" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული