14 იანვარს კი საქართველოს ნაკრების ცენტრმა საბერძნეთის პირველობაზეც ითამაშა. სამწუხაროდ, შერმადინი მოედანზე მხოლოდ 3 წუთს იმყოფებოდა.
"ოლიმპიაკოსმა" "პანიონიოს" უმასპინძლა და 87:73 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მეორე მეოთხედის ბოლო 3 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა ერთადერთი ორქულიანის სროლა მოასწრო, რომელმაც მიზანს მიაღწია.
პირეოსელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გეორგის პრინტეზისი გახდა, ხოლო ვასილის სოპანულისმა 13 მოინაგრა.
"ოლიმპიაკოსისთვის" ეს მე-12 გამარჯვება იყო და შერმადინის გუნდი საბერძნეთის ჩემპიონატს დაუმარცხებლად
მომდევნო ტურში პირეოსული გუნდი სტუმრად პეტრასის "აპოლონს" შეხვდება.
gbf.ge