ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უშედეგო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსს" სერიოზული პრობლემები აქვს. გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან მე-6 წააგო, თანაც ბოლო მარცხი განსაკუთრებით დასაფიქრებელი გამოდგა.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა უშუალო კონკურენტ "ჩიკაგოსთან" 39 ქულის სხვაობით - 58:97 წააგო, თან ისე, რომ ერთი ანტირეკორდი შეემთხვა, მეორეს კი ბეწვზე გადაურჩა.

ასე ცოტა ქულა ატლანტელებს მიმდინარე სეზონში კი არა, წლებია, არ ჩაუგდიათ. მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე ჯეფ ტიგს წარმატებული გარღვევა რომ არ განეხორციელებინა, "ატლანტა" დაამყარებდა კლუბის ანტირეკორდს მოგროვებულ ქულებში.

"ჰოუქსი" მაინც ვერ გადაურჩა ანტირეკორდს. პირველ ტაიმში 21 ქულაზე ნაკლები ატლანტელებს არსებობის
ისტორიაში არ ჩაეგდოთ. "ჩიკაგოსთან" მატჩში კი ატლანტელებმა პირველ ნახევარში 20 ქულით ყველა დროის ცუდი შედეგი დააფიქსირეს.

ერთადერთმა მოთამაშემ მიაღწია 10 ქულას, ისიც ახალბედა და სრულიად უსახელო მაიკ სკოტმა, რომელმაც შეხვედრა 10 ქულით, 3 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. ისიც თავისებური ანტირეკორდია, რომ სასტარტო ხუთეულის ვერც ერთი წევრი 10 ქულამდე ვერ ავიდა.

ამ უღიმღამო მატჩში ფაჩულიამ 18,36 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ზაზამ 9-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ჯოშ სმიტმა შეხვედრა 9 ქულით დაასრულა, ალ ჰორფორდს კი 6 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა.

სწორედ ამ მოგების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში "ჩიკაგომ" 21 მოგებისა და 16 მარცხის მქონე "ატლანტას" გადაასწრო.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 16 იანვარს შინ, თორნიკე შენგელიას "ბრუკლინთან" გამართავს, რომელიც აღმავლობის გზაზეა და ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მარცხი აქვს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული