გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" რუსეთში "ტრიუმფი" დაამარცხა

AutoSharing Option
ევროთასის მეორე ეტაპზე ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი". 16 იანვარს უკრაინელებმა რუსეთში "ტრიუმფი" 85:84 დაამარცხეს.

ბუდიველნიკელები მეოთხე პერიოდს 9-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ, თუმცა ბოლო ათ წუთში 20:10 მოიგეს და გამარჯვება კიევში წაიღეს.

გიორგი ცინცაძემ 31 წუთში 9 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი კი უკრაინელთა ამერიკელი ფორვარდი ლეო ლაიონსი გახდა - 26 ქულა. სხვათა შორის, საფინალო ანგარიშიც სწორედ ლეომ დააფიქსირა - 85:84.

16 იანვარსვე რუსეთში ითამაშა
ბექა ბურჯანაძის
"კახასოლმა", რომელიც პეტერბურგის "სპარტაკთან" ვერას გახდა - 59:78. ქართველი ახალგაზრდა მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული