მირზა ტელეტოვიჩი: თორნიკე შენგელია დაამტკიცებს, რომ დიდი კალათბურთის თამაში შეუძლია

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია ბოსნიელი სნაიპერის მირზა ტელეტოვიჩის შესახებ.

მას საქართველოს ნაკრების გულშემატკივარიც კარგად იცნობს და ისიც მოგეხსენებათ, რომ ამერიკულ "ბრუკლინ ნეთსში" თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია.

პუბლიკაცია რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი, რომელთაგან ერთ-ერთი მთლიანად ქართველებს ეხება.

როგორც თავად ამბობს, მირზა ტელეტოვიჩი ახალი თანაგუნლელებიდან ყველაზე ახლოს ქართველ თორნიკე შენგელიასთანაა.

- მე და თოკოს ბევრი საერთო გვაქვს. ორივე ესპანეთში ვთამაშობდით. ამ ზაფხულს საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებები ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ. ურთიერთშეხვედრებისას შენგელიასაც ველაპარაკე და ზაზა ფაჩულიასაც.

ტელეტოვიჩი ახალგაზრდა თანაგუნდელს ასე ახასიათებს:

- თორნიკე დიდებული ბიჭია, ძალიან მეხმარება. ორივე ევროპიდან ჩამოვედით და ერთ გზას ვადგავართ.

დარწმუნებული ვარ, თოკო მალე დაამტკიცებს, რომ ძალიან კარგი კალათბურთელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული