ევროლიგაში გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" ვიქტორ სანიკიძის "სიენას" უმასპინძლა და ქართველი ლეგიონერები მატჩის საუკეთესოთა შორის იყვნენ.
მოგვიანებით, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" და თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი" დაუპირისპირდნენ, მაგრამ ქართველები ერთმანეთს მოედანზე ვერ შეხვდნენ - ბრუკლინელთა მწვრთნელმა 21 წლის ქართველი მატჩის 13-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.
რაც შეეხება საკუთრივ მატჩს, ბრუკლინელებმა 2 დღის წინ დამარცხებისთვის ატლანტელებს შინაურ კედლებში რევანში აუღეს.
ატლანტელთა
ჰორფორდთან ერთად ატლანტელებს აკლდათ ტრავმირებული ლუის უილიამსი და მიუხედავად ასეთი დიდი დანაკლისისა, ფაჩულიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მოგების შანსს შეხვედრის უკანასკნელ წამებამდე ინარჩუნებდა.
ისეთი თანაბარი ბროლა იყო, რომ მატჩის პირველი, მეორე და მესამე მეოთხედები ფრედ დასრულდა.
ბოლო პერიოდი მასპინძელმა ბრუკლინელებმა 5 ქულით მოიგეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 94:89.
წინა შეხვედრაში ფაჩულიას სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა, ამჯერად კი შედარებით მოკრძალებული იყო. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 6 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.
ატლანტელთაგან 21 ქულითა და 10 პასით საუკეთესო ჯეფ ტიგი გახლდათ. ბრუკლინელებს კი ისევ დერონ უილიამსმა ულიდერმა, რომელმაც 24 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მოგებების გაყოფის შემდეგ ქართველების გუნდებისთვის ცხრილში სტატუს-კვო შენარჩუნდა.
აღმოსავლეთში "ბრუკლინი" (24-16 მოგებ-წაგება) მე-5, ხოლო "ატლანტა" (22-17) მე-6 ადგილზეა. მორიგ მატჩში შენგელიას გუნდი 21 იანვარს "ნიუ იორკს" მასპინძლობს, ხოლო "ატლანტა" 19-ში შინ "სან ანტონიოს" შეხვდება.
gbf.ge