ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" "სან ანტონიოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ატლანტელებს ალ ჰორფორდი გამოუჯანმრთელდათ, რომელმაც ხუთეულში კუთვნილი ადგილი დაიკავა და ამის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიამ კვლავ სასტარტოში ითამაშა.

სამწუხარო ის გახლავთ, რომ ატლანტელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრას წააგეს. "ჰოუქსმა" მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიოს" უმასპინძლა და 93:98 დამარცხდა.

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც სანანტონიოელები მხოლოდ 2 ქულით იგებდნენ.

ფაჩულიამ ხუთეულში 28,24 წუთი ითამაშა და შეხვედრა 4 ქულით, 9 მოხსნით და 1 პასით დაასრულა.

ზაზამ 4-ჯერ შეუტია ტეხასელთა ფარს და 2-ჯერ იხეირა. ატლანტელთაგან 21 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო ჯოშ სმიტი გახლდათ.

22 მოგებისა და 18 მარცხის მქონე "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 21 იანვარს, შინ "მინესოტასთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული