ნიკა მეტრეველის ასპროცენტიანი შედეგი "პაფონის" მაისურით

AutoSharing Option
ნიკა მეტრეველის "პაფონი ომენამ" იტალიის ნაციონალ A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ფორვარდის გუნდმა "მატერას" უმასპინძლა და 61:44 დაამარცხა. უკვე მესამე მატჩი ითამაშა მეტრეველმა ახალ გუნდთან და "პაფონმა" სამივეში იმარჯვა.

მეტრეველი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 7 ქულა, 10 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ნიკამ სამივე ტყორცნა - 2 ორქულიანი და 1 სამიანი ზუსტად შეასრულა. პაფონელთაგან ბომბარდირი 18 ქულით სტეფანო მასკიარდი გახდა.

"პაფონი ომენას" 10 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული