მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" "უმანასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში მოპოვებული ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ "კანტუ" დამარცხდა. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი ვენეციაში "უმანას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 79:83 წააგო.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 23 წუთი გაატარა.

მარკოიშვილმა 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, თავი 12 ქულას მოუყარა და ამასთან ერთად, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მოაგროვა.

კანტუელთაგან 5 კალათბურთელი გადასცდა 10-ქულიან ზღვარს, თუმცა არც ერთ მათგანს 15-ზე მეტი არ მოუგროვებია. ვენეციელთაგან NBA-ში
ნათამაშები იაკუბუ დიავარა გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.

ეს "კანტუსთვის" მე-5 მარცხი გახლდათ, თუმცა მარკოიშვილის გუნდი მე-4 ადგილს ინარჩუნებს. ტურის ბოლო მატჩი 21 იანვარს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძის "სიენა" და "რეჯიო ემილია" შეხვდებიან.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული