ჯეიკობ პულენმა "ნეთანიას" 17 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ჯეიკობ პულენის წარმატებული მატჩი ისრაელის ეროვნულ ჩემპიონატში.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა მორიგი ტურის მატჩში 17 ქულა მოაგროვა, მისმა "ჰაპოელმა" კი შინ "ნეთანია" 79:70 დაამარცხა.

პულენი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მწვრთნელმა 34 წუთით დატვირთა. ამერიკელმა გამთამაშებელმა 7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 17 ქულა შეადგინა.

ამას გარდა, პულენს 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა და ის იერუსალიმელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"ჰაპოელს", რომელსაც 8 მოგება და 6 მარცხი აქვს, ცხრილში მე-4
ადგილზე აღზევდა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული