"ბრუკლინ ნეთსმა" თორნიკე შენგელია ისევ NBA-ს სარეზერვო ლიგაში გაუშვა

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეთსმა" ამ სეზონში მეორედ გაუშვა ქართველი დებიუტანტი თორნიკე შენგელია სარეზერვო ლიგაში. 

თორნიკე და ტაიშონ ტეილორი "სფრინგფილდ არმორში" ითამაშებენ. პირველად ეს კალათბურთელები 21 დეკემბერს გადაიყვანეს "არმორსში" და ორივემ ისე ითამაშა, რომ მეორე დღესვე დააბრუნეს "ნეთსში". 20 წლის ქართველმა მაშინ სამმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა.

თორნიკე შენგელია დრაფტის 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია, თუმცა მისი უფლებები "ბრუკლინს" დაუთმო. ამ სეზონში მან 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ თამაშში 1,4 ქულა დააგროვა.  

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიას
სამმაგი დუბლი: 22 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული