თორნიკე და ტაიშონ ტეილორი "სფრინგფილდ არმორში" ითამაშებენ. პირველად ეს კალათბურთელები 21 დეკემბერს გადაიყვანეს "არმორსში" და ორივემ ისე ითამაშა, რომ მეორე დღესვე დააბრუნეს "ნეთსში". 20 წლის ქართველმა მაშინ სამმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა.
თორნიკე შენგელია დრაფტის 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია, თუმცა მისი უფლებები "ბრუკლინს" დაუთმო. ამ სეზონში მან 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ თამაშში 1,4 ქულა დააგროვა.
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიას