ვიქტორ სანიკიძე "რეჯიო ემილიასთან" საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ვიქტორ სანიკიძემ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში "სიენამ" "რეჯიო ემილია" 64:49 დაამარცხა და ქართველმა ფორვარდმა ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა.

სანიკიძე ბომბარდირი არ გამხდარა, თუმცა საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა ყველაზე მაღალი.

შეხვედრა იყო მთლიანობაში მწირქულიანი და შესაბამისად, მოთამაშეებსაც დაბალი შედეგიანობა ჰქონდათ.

სიენელთაგან ყველაზე მეტი - 11 ქულა დევიდ მოსმა ჩააგდო, ხოლო დანიელ ჰაკეტმა 10 მოიხვეჭა.

სანიკიძემ, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა, 6 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 2
ჩაჭრა მოაგროვა. ვიქტორმა 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა, რომლის შემდეგაც სიენელთაგან საუკეთესო შედეგი - 15 - დანიელ ჰაკეტს ჰქონდა. ასე და ამგვარად, ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

12 მოგებისა და 4 წაგების მქონე "სიენა" მე-3 ადგილზე რჩება, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" (11-5) მეოთხეზეა. მომდევნო ტურში, 27 იანვარს, "კანტუ" "რომას" უმასპინძლებს, ხოლო 28-ში "სიენა" სტუმრად "ბრინდიზის" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული